|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული კონკურსი ქართველი ემიგრანტებისათვის

საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი "ემიგრანტის წერილი-2015" გამოცხადდა. ლიტერატურული კონკურსის მიზანია ხელი შუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართულენოვანი ავტორების გამოვლენას, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. კონკურსის ძირითადი ამოცანაა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ავტორთა ნაწარმოებების მოძიება-შეკრება და მათი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრება, ქართულ ენაზე შექმნილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა ქართველი მკითხველისათვის, მათი ბეჭდური და ელექტრონული წიგნების სახით გამოცემა და გავრცელება. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც საქართველოდან შორს დაიბადნენ და იზრდებიან. ეს კონკურსი მათ საშუალებას აძლევს უცხოეთში მიღებული ცოდნა და მსოფლმხედველობა გაუზიარონ სამშობლოს, გაამდიდრონ ქართული მწერლობა ახალი ხედვებითა და სახეებით.

ამავდროულად კონკურსის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ავტორთა ნაწარმოებებიდან შეარჩიოს ემიგრაციული თემატიკის საუკეთესო მასალები და თავი მოუყაროს ერთგვარ ქართული ემიგრაციული ლიტერატურის მთლიან ბიბლიოთეკას, რომელიც დიდი მონაპოვარი იქნება ქართული ლიტერატურისა და მისი ისტორიისათვის მომავალში.

კონკურსი გაიმართება სამ ნომინაციაში: - პოეზია - პროზა - ესე.

 სრულად: ERTAD.GE

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი