|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ლიტერატურული პრემიის “საბა“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (R)

ლიტერატურული პრემია საბას 2019 წლის დაჯილდოვების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. 

წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)

სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანილევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“)

საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

მთარგმნელობითი სკოლის კლასიკოსი – მანანა გიგინეიშვილი

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა – გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ავტორი: ნიუპრესი