|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

„ლიტერატურული ტურნე 2018“–ის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართება

 „ლიტერატურული ტურნე 2018“–ის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა 9 მარტს  გაიმართება. 

სახალხო ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები  თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი თავიანთ რომანებს წარადგენენ და მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

ლიტერატურულ საღამოზე მისული სტუმრებისთვის წიგნები "აღიარება ხელისგულზე". "შემოვალ ეტლით", "სხვა უდაბნოს საიდუმლო" და "რაფლეზია -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.


აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და ლიტერატურულ საღამოებს გამართავენ. 


შეხვედრები გაიმართება: 9 მარტი 14:00 საათი - ქუთაისი, შეხვედრა სტუდენტებთან, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (თამარ მეფის ქ. #59)

9 მარტი, 19:00 საათი - ქუთაისი, სასტუმრო Best Western - საკონფერენციო დარბაზი (გრიშაშვილის ქ. #11)


 ლიტერატურული ტურნე საქართველოში "ბიბლუსის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა. შემდეგი შეხვედრა 10 მარტს გაიმართება  ზუგდიდში, 17:00 საათზე,  კაფე ”არტ ჰაუსი” (რუსთაველის ქ. #87ა).

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა