|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

"მადლობა" პრემიერს, რომ დღემდე არც ერთ ქუთაისელს მთავრობის სოციალური პაკეტიდან დახმარება არ მიუღია - მამუკა მამალაძე

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი გახარიას მიმართ მადლობას "ლელოს" ქუთაისს ორგანიზაცია ეხმიანება. 

"ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიტო მხეიძემ ქუთაისელების სახელით პრემიერ გახარიას იდეალური კრიზის მენეჯერობისა და გეგმის გამო მადლობა გადაუხადა, ჩვენის მხრივ, ჩვენც გვსურს ქუთაისელების სახელით "მადლობა" გადავუხადოთ პრემიერ გახარიას იმისთვის, რომ დღემდე არც ერთ ქუთაისელს არც ერთი თეთრი არ მიუღია მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტიდან, "მადლობა" პრემიერს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად 53% ქუთაისელებისა ვერ ისარგებლებს სოციალური პაკეტით, ისევე როგორც თვითდასაქმებულთა 80% ვერ მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას,  "მადლობა" პრემიერს ბიზნესმენების სახელით, მკვდრადშობილი საკრედიტო-საგარანტიო გეგმის წარდგენისათვის, რომლითაც ვერც ერთი ბიზნესმენი ვერასდროს ვერ ისარგებლებს და განსაკუთრებული "მადლობა" დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს, რომელსაც პარლამენტში ყოფნის მანძილზე ერთხელაც არ უსაუბრია ქუთაისის პრობლემებზე" , - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი  მამუკა მამალაძე. 

 შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის კრიზისის მართვისთვის ქუთაისელების სახელით მადლობა გადაუხადა. 

ავტორი: ნიუპრესი