|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაიაკოვსკი და საქართველო"- ქუთაისში დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

დავით ტურაშვილის საჯარო ლექცია  თემაზე "მაიაკოვსკი და საქართველო" ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის წინ, პოეტის ძეგლთან გაიმართა. 

"მაიაკოვსკი აქ სწავლობდა,  იმერელი კაცი იყო, საქართველოში დაბადებული, ყველაზე ცნობილი პოეტია  მსოფლიოში, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრმა მის შესახებ არ იცის, ამიტომ გადავწყვიტეთ მის შესახებ ლექცია გავმართოთ. ძალიან ბევრს შეცდომით ის საბჭოთა პოეტი ჰგონია, სინამდვილეში ის რევოლუციის პოეტი იყო. მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ქართველია და ძალიან უყვარდა საქართველო",- განაცხადა დათო ტურაშვილმა. 

 მწერლის თქმით, მაიაკოვსკი მისი საყვარელი პოეტია.

საჯარო ლექცია ორმაისობის ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა.

 ვლადიმარ მაიაკოვსკი 1893 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაღდათში დაიბადა, 1902 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1906 წელს,  ის მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ მოსკოვში გადაიყვანა სასწავლებლად, თუმცა შემდეგ პოეტი ხშირად იმყოფებოდა საქართველოში და მეგობრობდა ქართველ არტისტებთან.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა