|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაკა აბულაძემ ბაღების გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის #13 ბაგა-ბაღის ყოფილმა გამგემ მაკა აბულაძემ ბაღების გაერთიანებას სასამართლო მოუგო. დღეს ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ციცინო მოსიძემ ბაგა-ბაღების გაერთიანებას მაკა აბულაძის სმსახურში დაბრუნება და განაცდურის ანაზრაურება დაავალა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მიუკერძოებელ სასამართლოს და მოსამართლეს, რომელმაც დაინახა სიმართლე და განაჩენიც სამართლიანი გამოიტანა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  დავამტკიცე ჩემი უდანაშაულობა“-განაცხადა მაკა აბულაძემ.

პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. უცნობია გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას გაერთიანება.

მაკა აბულაძე ბაღების ერთდღიანი გაფიცვის გამო გათავისუფლდა. ის მეორეა ვინც გაერთიანებას დავა მოიგო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი