|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო გადარგული ხეები ხმება

ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო გადარგული ხეები ხმება. რამდენიმე ძირი მარადმწვანე ხის ტოტები დაფოთლები დაზიანებულია. 

ხეები ზამთარში, ორი თვის წინ  გადაირგო. როგორც  ტერიტორიაზე მყოფი თანამშრომლები აცხადებდნენ,  მცენარეების გადარგვა სტანდარტების შესაბამისად მოხდა, რისთვისაც სპეციალისტები თბილისიდან ჩამოიყვანეს.

"მაკდონალდსის" მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. მშენებლობის დროს ასევე მოხდა საათის დემონტაჟი. მერიის ოფიციალური ინფორმაციით, საათი მშენებლობის დასრულების შემდეგ გაჩერებასთან ახლოს დამონტაჟდება. 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი