|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ხეების გადარგვა მოხდა [PHOTO]

ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობის გამო მწვანე ნარგავების გადარგვა გახდა საჭირო. ტერიტორიიდან ამ დროისთვის ერთი ძირი ხე და რამდენიმე ძირი მარადმწვანე მცირე ზომის ნარგავები გადაირგო. მათი გადატანა მშენებლობიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. ადგილზე მყოფთა განცხადებით, მცენარეების გადარგვა სტანდარტების შესაბამისად მოხდა.

„თბილისიდან ჩამოსული იყვნენ ბიოლოგები და მათი ზედამხედველობით მოხდა გადარგვა. მათ დართეს ნებართვა გადაერგოთ ხეები იანვარში“, -განაცხადა პირმა, რომელიც ტერიტორიის მეთვალყურეობას ახდენს.

გადარგვის მოლოდინში კიდევ რამდენიმე ხე არის, თუმცა, როგორც ადგილზე განაცხადეს, ჯერ უნდა მოხდეს ჯვრის გადატანის ნებართის მიღება და ამის შემდეგ გადაირგვება მცენარეები.

შეგახსენებთ, მშენებლობის  გამო მოხდა საათის აღება და ტერიტორიაზე არსებული კიბის დემონტაჟი. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, საათი მშენებლობის დასრულების შემდეგ დაბრუნდება, კიბე კი გაცილებით მცირე ზომის დარჩება.

     

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა