|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მამამ შენიშვნა მისცა და ეს არ აპატია"-რა გახდა საჩხერეში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?

საჩხერეში, სოფელ ჭალაში მკვლელობა 18 თებერვალს მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და სარდაფში დამალა.

როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს,  მამის გაუჩინარების შემდეგ მის მოსაძებნად ბიჭი მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. დაკარგული მამაკაცის ცხედარი კი მოგვიანებით სახლის სარდაფში იპოვეს.

ბიჭმა მკვლელობა აღიარა. ბებიის ინფორმაციით, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია.

"ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა, სად იყო. მე ვიეჭვე, რაღაც არ იყო კარგად და ასე გავიგეთ, რომ მოკლა. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ყავდათ და ეცოდებოდა"-განაცხადა ციცინო კიპაროიძემ.

დაკავებული ბიჭის ძმაც პატიმარია, ის სასჯელს ყაჩაღობის თვის იხდის.

გარდაცვლილი 51 წლის გელა კიპაროიძეა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა