|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

არასრულწლოვანის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს ესმა ნორაკია იცავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომდევნი პროცესი 40 დღის ვადაში გაიმართება.

ოჯახი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, მისი გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა შეეფარდოს.

მათი თქმით, ამგვარი ქმედებით სხვა ოჯახებსაც დაიცავენ. მკვლელობა 18 თებერვალს მოხდა. შვილმა მამა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით დამალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი