|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს"

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს, თუ კანტორას“ -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამუშაო შეხვედრის ჩაშლის საკითხს გამოეხმაურა.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი2“-ისა და "კაბელების საქმის" სარჩელების გამოცვლის ფაქტი.  ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს, თუ კანტორას.  განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი. როგორც ჩანს, ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება"-განაცხადა მდინარაძემ.    

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა