|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ, - ამის შესახებ პრემიერ–მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება, უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პირობებს.

პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას. პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორცილდეს და აუცილებელი იქნება მანდატურმა შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების თაობაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა