|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნულ გამოცდაზე ორი ახალგაზრდა არ დაუშვეს

ქუთაისში მოქმედ სამ საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 791 აბიტურიენტის ნაცვლად ადგილზე 751 აბიტურიენტი გამოცხადა. 

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ორი აბიტურიენტი დაგვიანების, ორი კი მაღალი ტემპერატურის  გამო არ დაუშვეს საგამოცდო პროცესზე. 

ქვეყნის მასშტაბით,  39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.  საგამოცდო პროცესზე აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. ამავე საგანში საგამოცდო პროცესი ხვალაც გაგრძელდება. 

 კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის გამოცდები სპეციალური წესების დაცვით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა