|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოთხოვნა ბევრს აქვს, თუმცა ყველას ვერ მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი"

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის  მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.  შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოადგილეები ესწრებოდნენ. მხარეებმა „მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონზე დაყრდნობით  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიენიჭებასთან დაკავშირებულ დეტალები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

 იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, იმერეთში ძალიან ბევრი მთიანი სოფელია, თუმცა ყველა მათგანს არ მიენიჭა ეს სტატუსი. ამ სოფლების საკითხი, რომლებსაც აქვთ მოთხოვნა მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიიღონ, მთის კომისიაზე   ივნისის ბოლოს განიხილება:  "ამ თვის ბოლოსაა შეკრება მთის კომისიის, რომლის წევრი მეც ვარ. ჩვენ დამატებით წარვადგენთ იმ სოფლებს, რომელიც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი"-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. 

მოთხოვნა ბევრს აქვს, თუმცა ყველას ვერ მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წაქაძემ განაცხადა. "მოთხოვნა არის ძალიან დიდი, მათგან გარკვეულ ნაწილს აქვს დასაბუთება იმისა, რომ მომავალში განხილული იქნენ, როგორც მაღალმთიანი სოფლები, თუმცა გარკვეულ ნაწილზე, შეიძლება ითქვას, რომ მსჯელობა ვერ წარიმართება მათი დიდი რაოდენობიდან და შეუსაბამობიდან გამომდინარე. არსებულ სოფლებთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, დასკვნები არ გაგვიკეთებია. დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება დასაბუთებული იქნეს ამ სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების აუცილებლობა", - განაცხადა გიორგი წაქაძემ.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქვეყანაში სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული პირებისთვის ასევე, სპეციალური სოციალური პაკეტები ამოქმედდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა