|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროში დაღუპულ 29 წლის გაგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა

ჭიათურაში, მაღაროში დაღუპულ 29 გაგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ოჯახი წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობს. მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია. 

გაგა ბოჭორიშვილი მაღაროში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახის ინფორმაციით, მათ ზუსტად არ იციან რა მოხდა, თუმცა კომპანიის ინფორმაციით, მაღაროში სატვირთო მატარებლის ვაგონი დაეჯახა, რის შედეგადაც მუცლის არეში მიიღო დაზიანება და გარდაიცვალა.

ოჯახის თქმით, გაგა მაღაროში რთულ სამუშაოზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.

ოჯახის წევრები მომხდარის ზუსტი მიზეზის გარკვევას მოითხოვენ.

 გარდაცვლილის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა