მარიანა ქორიძეს, რომელმაც ავტოკატასტროფაში ქმარ-შვილი დაკარგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება
ქუთაისელ მარიანა ქორიძეს, რომელმაც ქვიშხეთთან ავარიის დროს ქმარ-შვილი დაკარგა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაცია სოციალური ქსელით გოგონას ახლობლები ავრცელებენ. მათი თქმით, მარიანა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. ასევე განმარტავენ, რომ არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო პრობლემები შეექმნათ. მათი ინფორმაციით, ავარიის დღეს რამდენიმე ტელევიზიით და სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს ბავშვების დედაც გარდაიცვალა, რაც ტყუილი იყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა და ახლა მარიანას მეგობრებს არ უჯერებენ და მათ უბდობლობას უცხადებენ.
"მეგობრებო, ხშირად ვცდილობთ, შეძლებისდაგვარდ დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება გოგოს, რომლის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მარიანა ქორიძეს ავტოკატასტროფაში დაეღუპა მეუღლე და 3 შვილი. ის ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის. ჩვენ გვესმის ახლანდელი მდგომარეობის გამო ყველას არ აქვს შესაძლებლობა, სურვილის მიუხედავად, ფინანსურად დაგვეხმარონ, ამიტომ იქნებ, პოსტი გააზიაროთ და მივაწვდინოთ ხმა სხვადასხვა ფონდებს და ყველა შესაძლო სააშუალებით დავუდგეთ ოჯახს გვერდით და გადავარჩინოთ ამ გოგოს სიცოცხლე.
თქვენგან ჩარიცხული 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირი დაფინანსება უკვე ამოიწურა და დღიურად საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, ამიტომ გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მეგობრის მდგომარეობა და საქმითაც გამოხატოთ თანადგომა. ყველას წინასწარ დიდ მადლობას გიხდით და მჯერა, რომ ჩვენი "ფერადი გოგო" როდესაც კარგად გახდება თავად გეტყვით მადლობას მისი გვერდში დგომისთვის. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - აცხადებენ მეგობრები. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
● GE22BG0000000162482398
● GE37TB7109445064300015
● GE62LB0211116004056001 მიმღები ეკატერინე ქორიძე.
ცნობისთვის, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა