|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

მარიო ვარგას ლიოსა სექტემბერში საქართველოს ეწვევა

 თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბერში ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.  სექტემბერში ამავდროულად ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება. 

მარიო ვარგას ლიოსა 1936 წელს პერუში დაიბადა. მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და ნობელის პრემიის ლაურეატია. 2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.

მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ნოველისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე.

ქართულ ენაზე გამოცემულია ლიოსას ნაწარმოებები: "ქალაქი და ძაღლები", "ცუდი გოგოს ოინები", "ვაცის ნადიმი", "ხუთი კუთხე", „დეიდა ხულია და სცენარისტი“.

 

ავტორი: ნიუპრესი