|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიხუანას მოხმარებაში ბრალდებულ დიაკვანს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე სასულიერო პირი გიორგი ჯახუა იმყოფებოდა.

მარტვილის რაიონის, სოფელ სალხინოს დიაკონს, რომელსაც თანადგომას პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" უწევს, ბრალი  265-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც მარიხუანას მოყვანა-მოხმარებას გულისხმობს.

გიორგი ჯახუას  უფლებებს "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის იურისტი ვალერი თევდორაძე იცავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, გიორგი ჯახუას სასამართლო პროცესი, შესაძლოა, ხვალ დაინიშნოს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დიაკვანს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, გიორგი ჯახუას თქმით, 17 იანვარს პოლიცია მას სახლში სასამართლო განაჩენის გარეშე შეეჭრა, რა დროსაც  ორი ძირი კანაფი ამოიღეს, რომელსაც დიაკვანი მძიმე დაავადების გამო სამედიცინო მიზნით მოიხმარდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი