|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

მარტივად მოსამზადებელი, განსხვავებული კერძები საახალწლო სუფრისთვის

საახალწლო სუფრას ნამდვილად მოუხდება ორიგინალური კერძი, რომელიც მოულოდნელობა იქნება ტრაციდიციული კერძებით დაღლილი სტუმრებისთვის და რომლის გამოც აუცილებლად დაიმსახურებთ შექებას.

თქვენი დახმარების მიზნით დღეს vivus.ge-ს ბლოგი რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებიც გამოცდილი მზარეულებისა და გურმანების მიერ არის რეკომენდირებული.

პირველი კერძი გახლავთ უგემრიელესი სალათი დღესასწაულისთვის შესაფერისი სახელწოდებით „საახალწლო ბლიუზი“

დეგუსტატორთა შეფასებით ეს სალათი გემოს ნამდვილი სიმფონიაა და მისი დაგემოვნების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს დარჩება თვენს მეხსიერებაში.

„საახალწლო ბლიუზის“ მოსამზადებლად 20 წუთი დაგჭირდებათ და მისი ოთხი პორციის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები გახლავთ:

200 გრამი ქათმის ფილე;

100 გრამი ანანასი;

100 გრამი ლორი;

100 გრამი სიმინდი;

50 გრამი ყველი;

3 სუფრის კოვზი მაიონეზი;

მწვანილი ან სალათის ფურცლები;

მარილი;

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ფილე და დაანაწევრეთ.

დაჭერით ანანასი მცირე ნაჭრებად, შეურიეთ დაკონსერვებულ სიმინდი და დააყარეთ ქათმის ხორცს.

მოაყარეთ გახეხილი ყველი.

ლორი დაჭერით კუბიკის ფორმებად და ისიც ჩაამატეთ სალათს.

ბოლოს დაამატეთ მაიონეზი, გემოვნებით მარილი და კარგად მოურიეთ.

სუფრაზე მიტანამდე სასურველია სალათი მწვანილით ან სალათის ფოთლებით გააფორმოთ.

მეორე კერძი რომლის რეცეპტსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ გახლავთ დესერტი, კერძოდ კი ხაჭოს ტორტი.

„საახალწლო ბლუზის“ მსგავსად „ხაჭოს ტორტისაც“ დადებითი შეფასებები აქვს გურმანებისა და დეგუსტატორებისგან.

ეს დესერტი სწრაფად და მარტივად მზადდება, არ წაგართმევთ დიდ დროს და სხვა ტორტებთან შედარებით მსუბუქი და დაბალკაროლიულია.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 მზა „ბისკვიტი“

1 ქილა „სგუშონკა“

200 გრამი ძალიან მშრალი ხაჭო.

1 ფილა შოკოლარი.

შაქრის ნატეხები (გასაფორმებლად).

მომზადების წესი:

გათქვიფეთ „სგუშონკა“ და ხაჭო მიქსერით ან ბლენდერით.

მიღებული მასის ერთი ნაწილი წაუსვით ბისკვიტის პირველ ფენას და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

დაადეთ მეორე ბისკვიტი თავზე და მასაც გადაუსვით კრემი.

მოაყარეთ ბლომად გახეხილი შოკოლადი და თავზე სილამაზისთვის, თქვენი გემოვნებით დააწყვეთ შაქრის ნატეხები.

გახსოვდეთ, ტორტის მომზადება სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე საათით ადრეა საჭირო, რადგან ბისკვიტი კრემით კარგად უნდა გაიჟღინთოს.

აქვე შეგახსენებთ, არ ღირს სადღესასწაულო სუფრაზე ეკონომიის გაკეთება, თუ ფული გაკლდებათ თქვენი მეგობარი კომპანია თქვენს გვერდითაა.

მიმართეთ vivus.ge ს და მიიღეთ 50-დან 650 ლარამდე ონლაინ სესხები სწრაფად და მარტივად.

Vivus-ში პირველი sesxi  უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

 

ავტორი: ნიუპრესი