|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარტვილის კანიონზე ახალი ექსტრემალური ატრაქცია "ზიპ-ლაინი" ეწყობა

საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  

მარტვილის კანიონს 2018 წელს 200 000 ვიზიტორი ესტუმრა, რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.

ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის ვალერიან მჭედლიძის განცხადებით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.

2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის - 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ექსტრემალური ატრაქციონი Zip-Line საქართველოში მეტად პოპულარული გახდა. ესაა გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერი, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე დაშვება. საქართველოში ყველაზე დიდი 800-მეტრიანი ზიპლაინი საირმეში მდებარეობს 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა