|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაშველები მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ

სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.

დაკარგის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, სახლიდან მდინარე რიონზე წავიდა, იმის შემდეგ კი გაუჩინარდა.

სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული.

ასევე სამძებრო ღონისძიებებში იყენებენ, საფრენი აპარატს და წყლის სკანერს.

 

ავტორი: ნიუპრესი