მაშველებმა 68 წლის მამაკაცი მდინარე რიონში დახრჩობას გადაარჩინეს
ქუთაისში, ადიდებულ მდინარე რიონში სათევზაოდ შესული 68 წლის მამაკაცი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა მეთევზე მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.
"საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ, რომლებმაც მამაკაცი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
რიონის მოულოდნელი ადიდება პერიოდულად მდინარეზე არსებული ჰესიდან წყლის გამოშვებას უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი