|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაშველებმა სამი დღის ძებნის შემდეგ მდინარეში მესამე მამაკაცის გვამი იპოვეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში სამაშველო სამძებრო ოპერაცია დასრულდა.

მაშველებმა მდინარე ლაჯანურშიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მას მდინარეში მესამე დღეა ეძებდნენ.

ახალგაზრდა სხვა 2 მამაკაცთან ერთად ლაჯანურჰესის არხში 3 დღის წინ ავტომანქანით გადავარდა.

შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომანქანაში 3 მამაკაცი იჯდა, მათგან ერთის ცხედარი მდინარიდან იმავე საღამოს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი 2 დღის წინ ამოიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა