|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში  მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.  

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდული- „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო -  სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები" თებერვლის თვეში ჩატარდება და მასში საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება.

ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.

ამჟამად, ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის აღნიშნულ ტრენინგს.

აღნიშნული ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვებიან, რომელთაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის მიხედვით 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 

ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების გამოყენებაში დაეხმარება.

ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, მასწავლებლები შეძლებენ მოახდინონ სწავლების მოდიფიცირება მოსწავლეების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა  დაგადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურს.

ტრენინგი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი