|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ათეულში იმერეთიდან სამი პედაგოგი მოხვდა

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის საუკეთესო ათეული ცნობილია.

ათეულში სამი იმერელი პედაგოგი მოხვდა. ჯილდოზე წარდგენილი არიან, საჩხერის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის დაწყებითის მასწავლებელი ნინო გურეშიძე და  ბაღდათის #2 საჯარო სკოლის  ინგლისურის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე.

 მომდევნო ეტაპზე 1 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდება.  დაჯილდოების ცერემონია კი  5 ოქტომბერს გაიმართება. 

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო"  მეორე წელია კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს ჯილდოს სახით 10.000 ლარი დაერიცხება და გლობალური ჯილდოს ერთ-ერთ მონაწილედ დასახელდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა