|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ"

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნული განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

 „დღეს ჩვენ ოთხ რაიონში წარვადგინეთ მაჟორიტარები- ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე. ოთხივე კანდიდატი არისგამორჩეული და ღირსეული. კანდიდატები, რომლებიც მთლიანად იმერეთში წარვადგინეთ, იქნებიან გამარჯვებულები“,-აღნიშნა პარტიისთავმჯდომარემ.

 გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევნების სრულიად ახალიკულტურა დაამკვიდრა და ქვეყანას ბანაკებად არ ყოფს.

 „ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისა და კამპანიის გახსნის აქციაზე. დღესაცხედავთ რამდენი ადამიანია. ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს რეალურად სწრაფიგანვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება დაგანათლება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც განახლებულიც არის, შედგება ძველი მებრძოლებისგანაც და ერთ გუნდათ დარაზმულები, ამასაუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად.ჩვენ ის გვინდა, რომ ყველა ადამიანი ჩაერთოს ამ ერთ მიზიდულობის ცენტრში და ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა