|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახურავიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალამ 4 წლის ბავშვი იმსხვერპლა

 4 წლის ბავშვს  სახურავიდან  გადმოვარდნილი  სამშენებლო მასალა დაეცა, რის შედეგადაც  ბავშვი გარდაიცვალა.   დაშავებულია ბავშვის დედა. შემთხვევა ქუთაისში, ზ. გამსახურდიას 32-ში ნომერში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დედას ბავშვი ხელში ეკავა, რა დროსაც სახურავიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა და დედა-შვილს დაეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმოს.

მსგავსი უბედური შემთხვევა ქუთაისში არაერთხელ მომხდარა, რაც სახურავებზე დარჩენილ სამშენებლო მასალას უკავშირდება. პრობლემის შესახებ "ნიუპრესი" წერდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა