|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე "რიონში" დაკლული პირუტყვის ნარჩენებს ყრიან [VIDEO]

რამდენიმე დღის წინ მდინარე რიონში დაკლული  პირუტყვის ნარჩენები იპოვეს. მოქალაქემ, საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესს", მდინარის დაბინძურების ფოტო და ვიდეომასალა მიაწოდა. ფოტოზე კარგად ჩანს დაკლული პირუტყვის ნარჩენები, როგორც მდინარეში, ასევე სანაპიროზე.

მისი განცხადებით, მდინარეში ნარჩენებს უკვე დიდი ხანია ყრიან. წესრიგის ერთ-ერთ დამრღვევად კი ახალგაზრდობის გამიზრის მიმდებარედ არსებული რესტორანი მოიაზრება. დასახლების მცხოვრებლები  ვარაუდობენ, რომ რიონის დაბინძურება სწორედ მათგან ხდება.

"ხანდახან მდინარე წითელი შეფერილობის მოედინება.  საშინელი სუნია და მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის დაბინძურებულია, რაც დაავადებების კერა შეიძლება გახდეს. დროულად უნდა მიაქციონ ყურადღება მიმდებარე ტერიტორიას და დააჯარიმონ ისინი, ვინც ასე არაადამიანურად იქცევა. აქვე რესტორანია და შესაძლოა, მათ გაჰქონდეთ ნაგავი მდინარეში, რადგან ამდენი რაოდენობის ხორცპროდუქტებს მოქალაქე ვერ მოიხმარს, აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის კონტროლი", - განაცხადა  ადგილობრივმა ქეთინო ლაბაძემ.

მდინარეების მოვლა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. სამინისტროში განმარტავენ, რომ მდინარის დაბინძურების შესახებ მათთვისაც არის ცნობილი. პრესსამსახურის განცხადებით, ადგილის შემოწმება ამ დროისთვის მიმდინარეობს. მისი თქმით, ელოდებიან "მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა სასაკლაოს მფლობელს, რომ მოხდეს მასთან გასაუბრება. სამინსტროში ვარაუდობენ, რომ მდინარის დანიბძურება, შესაძლოა, მათგან ხდებოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მდინარეები ოღასკურა და რიონი ყველაზე დაბინძურებულ მდინარეთა რიცხვში მოხვდნენ.  ანგარიში გასულ წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა.

 სამინისტროს ოფიციალურ პასუხს საქმის შესწავლის შემდგე მოგაწვდით. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა