|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში მამაკაცის გვამი იპოვეს

სამტრედიაში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 72 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარი მდინარე რიონში ნახეს.

მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან მდინარეზე წავიდა.

ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპიროზე იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა