|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე მხატვარი ვარ და ნახატი არის ჩემი სამეტყველო ენა" - ლია უკლება

ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას კიდევ ერთი ხანატი გახდა საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი. ნახატი, რომელზეც  ტრანსგენდერი ჩვილი ბავშვით წმინდანის შარავანდედით არის წარმოდგენილი, მხატვარმა სოციალურ ქსელში 17 მაისს წარწერით - "17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა" გამოაქვეყნა. მისი ეს ქმედება საზოგადოების ნაწილმა გამოწვევად და იესოს შეურაცხყოფად მიიჩნია. 

სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებში ვკითხულობთ, რომ მხატვარმა ღვთისმშობლის შემდეგ იესო ქრისტეს მიაყენა შეურაცხყოფა.  

საკითხთან დაკავშირებით მხატვარი განმარტებას არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს, რომ ნახატის 17 მაისს გამოქვეყნება ერთგვარი სოციალური აქტივობაა. 

"მე მხატვარი ვარ ნახატი არის ჩემი სამეტყველო ენა და არ მინდა ნახატზე კიდევ კომენტარი დავურთო"-განაცხადა ლია უკლებამ.

აღსანიშნავია, რომ ლია უკლება ცნობილი მხატვარია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ გამოფენასა და პროექტში.  დღეს ქუთაისში იხსნება არტისტერიუმის გამოფენა, სადაც ლია უკლებას ნამუშევრები ფიროსმანის ნახატის გვერდით არის გამოფენილი. 

"ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 12 წელია საქართველოში ტარდება. წელს პირველად გავიდა რეგიონში, ძალიან საინტერესო ერთი თვე გველოდება ქუთაისში, მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები. გამოფენაზე ჩემი ოთხი ნამუშევარია წარმოდგენილი", - განაცხადა ლია უკლებამ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა