|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!’’ - შეხვედრა ქალთა კლუბში

მოძრაობას ,, მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!"  ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის’’ არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი  შეუერთდა.

26 მაისს დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში ქალთა კლუბის მოწვევით საჯარო ლექცია წაიკითხეს  აწსუ-ს პროფესორებმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და  ტარიელ ფუტკარაძემ. ისინი უნივერსიტეტის  სხვა თანამშრომლებთან ერთად თურქეთში შოთა რუსთაველის დაბადებიდან  850  წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

მათ  საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებულ  საკითხებზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უკავშირდებათ.

ავთანდილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, თურქეთის 4 უნივერსიტეტში ოფიციალურად ისწავლება ქართული ენა, მისი თქმით, წარმოშობით ქართველების გარდა ქართული ენის შესწავლით სხვა ეროვნების ადამიანებიც აარიან დაინტერესებული.

ტარიელ ფუტკარაძემ კი საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა თუ დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილს ან "დიდგორობას"- 12 აგვისტოს  გამოვაცხადებთ. 

საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა  და გამოწვევებზე მსჯელობა 2 საათზე მეტ ხანს გაგეძელდა. კლუბის საპატიო წევრმა თამარ ღვინიანიძემ მედიის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ქალთა კლუბმა ავთანდილ  ნიკოლეიშვილს  ახალი წიგნის ,,ლაზეთი" გამოცემა მიულოცა.

ავტორი: ნიუპრესი