|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მე თავად შევხვდები ზაზა სარალიძეს და ვისაუბრებ მასთან"

 მოხდა თუ არა ზეწოლა ქუთაისში ზაზა სარალიძის ნათესავებზე, ამ კითხვებით უშუალოდ სარალიძეების ნათესავებს მივმართეთ.

ოჯახის ახლობელი, რომელიც პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა და ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ ის თავად იპოვიდა სამართალს, დღეს მომხდარზე არ საუბრობს.

„ნიუპრესთან“ საუბარში, ორი დღის წინ განმარტა, რომ ის თავად შეხვდება და ესაუბრება ზაზა სარალიძეს, თუმცა საჯაროდ განცხადებას არ გააკეთებდა.

„მე თავად შევხვდები ზაზა სარალიძეს და ვისაუბრებ მასთან, ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ გვსურს განმარტება“–განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ ქუთაისის მერიიდან მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხდებოდა. ფაქტის გამოძიებას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა. მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და კონკრეტული დაზარალებულის დასახელებას ითხოვენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი