|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეფე ლირი" და თუმანიშვილის თეატრის მსახიობები ქუთაისის სცენაზე

რეჟისორ ზურაბ გეწაძის მიერ ახლებური ინტერპრეტაციით დადგმული შექსპირის "მეფე ლირი" კინომსახიობთა თეატრის თანავარსკვლავედის მონაწილეობით თეატრალური კვირეულის ფარგლებში ქუთაისელმა მაყურებელმა იხილა.

 მესხიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლებული შექსპირის პერსონაჟები, მსახიობთა არაჩვეულებრივი შესრულება და რეჟისორის მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ვერსია მაყურებლის ოვაციისა და ხანგრძლივი აპლოდისმენტების მიზეზი გახდა.

სპექტაკლში რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ აქცენტი არა პოლიტიკურ თემებზე, არამედ ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულსა და ღალატზე, ამაყი მონარქის ადამიანად გარდასახვაზე გააკეთა. რეჟისორის ჩანაფიქრს არაჩვეულებრივად გაართვა თავი მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ. დაუვიწყარი სახეები  შექმნეს ვანო თარხნიშვილმა მეფის მასხარას როლში, გიორგი ყიფშიძემ,  ნანუკა ლითანიშვილმა, ერეკლე გეწაძემ და სხვებმა. 

აღსანიშნავია, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე თვის წინ რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ჩაიბარა, რომელიც 11 წლის განმავლობაში მესხიშვილის თეატრს ხელმძღვანელობდა.

 თეატრალური კვირეული "თეატრი მოდაშია", ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. 

კვირეულის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა ქუთაისის,  ფოთისა და თბილისის თეატრის წარმოდგენები.

კვირეულის გახსნას კულტურის მინისტრი  მიხეილ გიორგაძე დაესწრო. 

კვირეული თეატრი "მოდაშია თეატრის" პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისში რამდენიმე წელია იმართება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა