|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მშობლებმა ბავშვის ჩაყვანა დააგვიანეს.

„უმძიმესი მდგომარეობა იყო, კლინიკაში რომ მოიყვანეს, ფაქტიურად მენინგოკოკური სისხლჩაქცევები სხეულზე უკვე მოდებული იყო“, - განაცხადა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამ.

4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა“ ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში.

„ჩვენი ინფორმაციით, ბავშვს ტემპერატურამ 6 მარტს აუწია. თავის ტკივილებითა და მომატებული ტემპერატურით იგი 8 მარტს სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში. დაახლოები 7 საათის შემდეგ, დაეწყო გამონაყარი და ბათუმის “დედათა და ბავშვთა“ ცენტრში ისევ გადაიყვანეს, საიდანც უკვე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა აჭარაში წელს პირველი შემთხვევაა“, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ყოვეწლიურად მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხევევა ფიქსირდება. ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს - სამი, 2015 წელს - ორი, 2016 წელს ერთი და მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

წყარო: ipn.ge

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა