|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვიცარიძე 10 მოსწავლის თურქეთში მოგზაურობას დააფინანსებს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით თურქეთის, ქალაქ უნიეში 10 მოსწავლე გაემგზავრება.

ქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ქალაქ უნიეს კულტურასა და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე დაათვალიერებენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.

მოსწავლეები დღეს ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირაკლი შენგელიას და რამაზ ჩხიკვაძეს შეხვდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ მერაბ კვიცარიძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა  და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა