|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვიცარიძეს ქართული კულტურის ამაგდარისა და "გულანის" აკადემიკოსის წოდება მიენიჭა

ქუთაისის საკრებულოს წევრს, მერაბ კვიცარიძეს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის "გულანი" პრეზიდენტმა, ნაირა მარშანიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. 
ამავე ღონისძიებაზე მერაბ კვიცარიძეს ქართული კულტურის ამაგდარის წოდებისა და ისრაელის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა. 
ქართულ-ებრაულ  ურთიერთობებს მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ქუთაისის ადმინისტაციულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი "გულთა კავშირის" პრეზიდენტი, რობერტ ადარი (აჯიაშვილი) სტუმრობდა.  შეხვედრას ასევე  საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი და რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, დავით შემოქმედელი ესწრებოდნენ.
  
ღონისძიებაზე ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდის "გულთა კავშირის" წევრები გახდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის წარმომადგენელი ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა ციბაძე და ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე.
 
 ქუთაისის "ნიღბების თეატრში" გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ვალი"გაიმართა, რომელშიც ავტოქარხანაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
 
სპექტაკლის მონაწილე ახალგაზრდები ასევე ფონდ "გულთა კავშირის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გახდნენ.
ამავე შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამაზ ჩხიკვაძეს 
ნიკო ნიკოლაძის პრემია გადაეცა.
 

ავტორი: ნიუპრესი -

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა