|
  • EUR 1 = GEL 3.1127
  • USD 1 = GEL 2.8718
|

მერაბ კვიცარიძე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ ოქროს ორდენით დააჯილდოვა

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ ოქროს ორდენით დააჯილდოვა.  დეპუტატს ჯილდო პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში შეტანილი პირადი წვლილისთის  გადაეცა.

მერაბ კვიცარიძეს საქართველოს პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა, გარი ჩაფიძემ გადასცა.

 დეპუტატი საკუთარი სახსრებით აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამებში. მისი ინიციატივით "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციის მიზნით არა ერთი ღონისძიება გაიმართა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი