|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად თბილისშია წასული და ქალაქი პარალიზებულია"

დღეს ვართ აბსურდის მომსწრე, მერი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად თბილისშია წასული და ქალაქიპარალიზებულია-ამგვარად ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან საჯარო მოხელეების წასვლას.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მერია და სრულად ქუთაისი პარალიზებულია.

"მერი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად თბილისშია წასული. მოქალაქეს რომ შეხვდეს, არავინაა მერიაში დარჩენილი. ჭიღვარიამ თავად დაადო დღეს მერიას ბოქლომი და იძულებული გავხდით ჩვენ მოგვეხსნა ეს ბოქლომი, რომ შენობაში მოსულ მოქალაქეებს პასუხის გამცემი დახვდეს. პასუხისმგებელი პირია არაა ქალაქში. ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლო ხელისუფლების ნაცვლად. ბევრმა ბაღის თანამშრომელმა და პედაგოგმა უარი თქვა წასვლაზე, რის გამოც იძულებული გახდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულები წაეყვანათ", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა