|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია GPS სისტემის დამონტაჟებით ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს"

ქუთაისის მერიის ინიციატივას, ქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში სანავიგაციო სისტემის (GPS) დამონტაჟების შესახებ,  გაუმართლებელ ხარჯს უწოდებს ქალაქის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ბესო ბრეგაძე. მისი განცხადებით, 284 000 ლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ აკონტროლონ ავტობუსების გადაადგილების დრო და რაოდენობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

"იმისათვის, რომ მერიამ "მარშუტკების" გადაადგილება აკონტროლოს, სანავიგაციო სისტემის დამონტაშება დაიწყო. არადა, არსებობდა სამსახური, რომელიც ამ საქმეს ასრულებდა. მას შეეძლო ეკონტროლებინა მძღოლების გადაადგილება, მაგრამ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ამჯობინეს. იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად, ეს არის მერიის ინტერესი, მაგრამ არა მისი ვალდებულება. ეს ვალდებულება გააჩნია ხაზის მეპატრონეს, რომელმაც გაიმარჯვა. მან უნდა უზრუნველყოს გამართული მოძრაობა. ეს ქმდებაა, შეიძლება სისხლის სამსართლის დანაშაულადაც შეფასდეს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ზარალდება, GPS პრობლემას ვერ მოუხსნის ამ ხელისუფლებას"–განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერიის შესაბამისმა განყოფილებამ ტრანსპორტში  “GPS' სისტემის დამონტაჟება დაიწყო, რითაც ქალაქში მოძრავი თითოეული მიკროავტობუსის გადაადგილება გაკონტროლდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა