|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერია შპს"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" 50 ავტობუსს ათხოვებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-20 რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 50 ავტობუსის შპს  „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ავტობუსები კომპანიას  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცემა.

 შეგახსენებთ, 60 ავტობუსები მერიას რეგიონული განვითარების ფონდიდან გადაეცა.

ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

 

ავტორი: ნიუპრესი