|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლები სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებენ

ქუთაისი 12 ადმინისტრაციულ ერთეულად არის დაყოფილი, სადაც საჯარო უფლებამოსილების განხოციელებას უზრუნველყოფენ მერის წარმომადგენლები. ჯამში, 12 მუნიციპალიტეტში 66 თანამშრომელია გადანაწილებული, მათგან 12 უშუალოდ მერის წარმოამდგენელია. მათი ყოველთვიური სარგო  950 ლარს შეადგენს.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენელთა სახელფასო სარგო 2014 წლის სექტემბერში 800 ლარი იყო, ოქტომბრიდან 850 ლარამედე გაიზარდა, 2015 წლის იანვრიდან კი 950 ლარით განისაზღვრა.

 როგორც მერიაში განმარტავენ, ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციული დატვირთვის გათვალიწინებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენლი წესით, თანამშრომლებს ყოველთვიურად ერიცხებათ სახელფასო დანამატი, რაც ხელფასის 10%–ს შეადგენს.

რაც შეეხება პრემიებს, 12 ერთეულში 7 თანამშრომელზე ერთჯერადად, პრემიის სახით, 3 410 ლარი გაიცა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი