|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

მერობის 8 და საკრებულოს მაჟორიტარობის 81 კანდიდატი ქუთაისში

ქუთაისის # 59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგი გამართა. ოსეფაიშვილის განცხდებით, შემცირდა როგორც მერობის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების რაოდენობა. 

"მერობის ორმა კანდიდატმა "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენელმა აკაკი ლოლომაძემ და "ახალი ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. მასთან ერთად კანდიდატურები მოიხსნეს ამ ორგანიზაციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა"-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რჩება მერობის 8 კანდიდატი. მაჟორიტარობის კანდიდატები კი 86-დან  81-მდე შემცირდა, ისინი კენჭს ქუთაისის 10 სამაჟორიტარო ოლქში იყრიან.  მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი ქალია, ყველაზე მეტი მაჟორიტარი ქალი ძელქვიანის სამაჟორიტარო ოლქში დაფიქსირდა. აქ კენჭს 5 ქალი კანდიდატი იყრის.

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში 124 საარჩევნო  უბანია, საიდანაც ერთი სპეცუბანია. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში 138 880 ამომრჩეველია.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა