|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დააწესა.

დღეიდან 28 დღის განმავლობაში, ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;

გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის;

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა;

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება;

მუნიციპალიტეტის შესასვლელებს პოლიცია გააკონტროლებს;

შესაბამისი უწყებების მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის;

მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა