|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი "ბრემენელი მუსიკოსების" პრემიერისთვის ემზადება

მესხიშვილის თეატრი მუსიკალურ ზღაპარს დგამს.  "ბრემენელი მუსიკოსების" პრემიერა ქუთაისში 19 დეკემბერს იგეგმება. 

ცნობილი ზღაპარი სცენაზე რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა გააცოცხლა.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები გელა ებანოიძე, ნანცო ცხვირაშვლი, გოჩა ნემსიწვერიძე, იოანე იმედაძე, მაგდა ჩიხლაძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, ზაზა კილასონია, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ლელა ლომთაძე, კოტე რობაქიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.

ტექსტის მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორი ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა - ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე - მაია კვიმსაძე.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა