|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს იყო მსოფლიო პრემიერა"-დიდი ბრიტანეთის ელჩი მესხიშვილის თეატრის პრემიერას დაესწრო

  დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ქუთაისში  იმყოფება. ელჩი მესხიშვილის თეატრში   გამართულ პრემიერას დაესწრო.   "პიგმალიონი", რომელიც ლადო  მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრის  სცენაზე ინგლისურად, მიუზიკლის ჟანრში გაცოცხლდა, ქუთაისი - ნიუპორტის მეგობრობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"ეს იყო გასაოცარი", - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, "არაინგლისურენოვანმა დასმა ასეთ დონეზე წარმოადგინა ინგლისურ ენაზე  სპექტაკლი, ჩემთვის გასაოცარია, მით უფრო რომ მე სამი წელია წარუმატებლად ვცდილობ ვისწავლო ქართული ენა", -განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა. 

"ჩვენ ველოდით სპექტაკლის ნახვას, მაგრამ არ ველოდით თუ აქ მსოფლიო პრემიერას ვიხილავდით"-განაცხადა ნიუპორტის დელეგაციის წარმომადგენელმა, როზმარი ბატლერმა. ის იყო ქალაქის მერი, როდესაც 25 წლის წინ ხელი მოეწერა ქუთაისის-  ნიუპორტის დამეგობრობას. მისი განცხადებით, ქუთაისელი მსახიობების მიერ დადგმულ "პიგმალიონს" რამდენიმე დღეში ინგლისელი მაყურებელი იხილავს. 

სპექტაკლს  ნიუპორტის დელეგაცია, ასევე ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მისი ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  "პიგმალიონი" მესხიშვილის თეატრში რეჟისორის გიორგი სიხარულიძის მიერ დაიდგა. სპექტაკლში  22 მსახიობი მონაწილეობს. მთავარ როლებს  თინათინ მოსულიშვილი, გიორგი ბენიძე და გიგა მიქაძე ასრულებენ. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ლამარა ვაშაკიძე და სხვადასხვა თაობის მსახიობები.  სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებაზე ნინო ჩიტაიშვილმა,  ქორეოგრაფიაზე კი გიორგი ბარბაქაძემ იმუშავა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა