|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრების და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად“

„მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრების და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად“ - ქუთაისში იუსტიციის სახლში არასამთავრობოებთან და სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა მოეწყო. საინფორმაციო შეხვედრაში ჩართულები იყვნენ ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის სათემო ჯგუფები.  იუსტისციის სამინისროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუმრებს არალეგალურ მიგრაციასა და ამით გამოწვეულ პრობლემებზე ინფორმაცია მიაწოდეს: “ჩვენ ახალგაზრდებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხო  მიგრაციაზე და არალეგალური მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზხე, როგორ უნდა მოხდეს ზომების გამკაცრება და დაცული იყვნენ მოქლაქეები და თუ როგორ უნდა გადაჭრან მათ პრობლემა.  ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ამ კუთხით და მზად ვართ ხელი შევუწყოთ მიგრანტებს საკუთარი უფლებების დაცვაში“, - განაცხადა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" იმერეთის  ოფისის ხელმძღვანელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" საინფორმაციო -საკონსულტაციო კომისიის კოორდინატორმა ნათელა მჟავანაძემ ახალგაზრდებს ტრეფიკინგის იმ სახეზე ესაუბრა, რასაც ადამიანით ვაჭრობა ჰქვია: “არალეგალური  მიგრაციის ერთ-ერთი პრობლემა არას ადამიანებით ვაჭრობა. ვფიქრობთ, შეხვედრებს არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებთან, რადგან ეს ის კატეგორიაა, რომელთაც სურთ სწავლა საზღვარგარეთ განაგრძონ, ან იმუშაონ. დღეს შეხვედრა გვქონდა მედიის წარმოამდგენლებთანაც და მათაც და მოსწავლეებსაც საინფორმაციო ბროშურები გადავეცით, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოიქცენენ თუ მათი უფლებები ირღვევა“, - განაცხადა ნათელა მჟავანაძემ.

ადამიანით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი არის დანაშაული, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და მისი მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.  საჭიროების შემთხვევაში, მოქალაეები უნდა დაუკაშირდნენ შსს-ს ტრეფიკინგთან ბრძოლის ცხელ ხაზს, პოლიციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს ცხელ ხაზს ან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლათ და დაზარალებულთა დახმარების ფონდს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა