|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა არის მეტროლოგია და შეძლებენ თუ არა მეწარმეები თავიანთი საქმიანობის გაზომვას?

ქუთაისის მერიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მეწარმეებისათვის მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვის  სემინარი გაიმართა.

სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექპერტებმა მეტროლოგიის შესახებ ისაუბრეს. მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა  დირექტორმა დავით ტყემალაძემ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი განცხადებით, მეტროლოგია არის მეცნიერება გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სტანდარტების და მეტროლოგიის სფეროში.

მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი პასუხისმგებელია ეროვნული ეტალონების განვითარებაზე, შენახვაზე, მოვლაზე, საერთაშორისო შედარებებში მონაწილეობაზე. ტრენინგები: საჯარო მოხელეებს, მეწარმეებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უტარდებათ.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი მენაშენეენებისათვის მნიშვნელოვანია სტანდარტების ცოდნა, რაც მათი საქმიანობის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მთავარი მეტროლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეს დარგი განვითარებული არაა.  გიორგი მანჯავიძის თქმით,  ინდუსტრიები ახლა ვითარდება საქართველოში, შესაბამისად მრავალ წარმოებებში არაა განვითარებული მეტროლოგიის დარგი, ამიტომ საჭიროა მსგავსი ტრენინგები.

ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი