|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო - მეუფე იოანე

მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო - ამგვარად პასუხობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი მეუფე პეტრეს შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, დაისჯება.

მეუფის განცხადებით, არ იცის სინოდის სხდომა როდის გაიმართება.

"სინოდის სხდომა როდის იქნება,  არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი, თქვენ ჩემზე მეტი იცით, ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგებს სამართლი იმის მიხედვით მოხდება, თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო, დამშვიდდა თუ არა არ ვიცი", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ასევე გამოეხმაურა მეუფე ანტონის განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ იცის, რა კურსი გვაქვს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო დატოვა.

"ვინც თქვა,  იმას კითხეთ, რა კურსი გვაქვს,  არ ვიცი, ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს, ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების მანძილზე", - განაცხადა მეუფე იოანემ. მეუფე იოანე ასევე გამეოხმაურა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, მისი თქმით, თუ რეგულაციები შეიცვალა, შესაძლოა, განმეორებით მიმართონ პრეზიდენტს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი