|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეჭიაური: "მე მყავს თანამოაზრეები, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ"

"მე მყავს თანამოაზრეები, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ამ ხედვას, რომელიც მაქვს",-  განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მათი ვინაობა. მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პერსპექტივა არ აქვს.

„მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, გამომდინარე აქედან, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვის და მერე განაცხადებს, როცა პარლამენტში მოხვდება. მე უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ახლა შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო განცხადებას,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

მეჭიაური, რომელმაც პარლამენტში 4 წლის გატარების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის პარტიას განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს,   ახალი პარტიის დამოუკიდებლად შექმნაზე საუბრობს. მისი თქმით,  ამ მიმართულებით  კონსულტაციები კონკრეტულ პირებთან უკვე დაწყებულია.

"ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ეს გუნდი და ამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე თანამშრომლობაზე, როგორც „პატრიოტთა ალიანსთან“, ისე სხვა მონათესავე ხედვების პოლიტიკურ ძალებთან,“ –აცხადებს პარლამენტარი.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა