|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზანი საარჩევნოდ კოორდინატორების მობილიზება და მათთვის ხელფასის გადახდაა"

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ქალაქში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს. გიგა შუშანიას განცხადებით, ეს სოციალურ ფონს მეტად გაართულებს და მას რეალურად, ახალი ტრანსპორტის შემოყვანასთან კავშირი არ აქვს.

გიგა შუშანაიას განცხადებით, ტარიფის გაძვირება "ქართული ოცნების" კორდინატებისთვის ხელფასების გადახდას და საარჩევნოდ რესურსის მობილიზებას ემსახურება.

" ქუთაისის მერია გეგმავს ახალი შემოყვანილი ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაზარდოს, ეს რეალურად არ ხდება ახალი ავტობუსების გამო, რადგან ავტობუსები სესხით შეიძინა ქალაქმა და მის ღირებულებას ბიუჯეტი ფარავს. საფასურის გაზრდის მიზანი საარჩევნოდ კოორდინატორების მობილიზება და მათთვის ხელფასის გადახდაა. ხალხის ფულით ცდილობენ, არჩევნების მოგებას. ეს მძიმე ფონს კიდევ უფრო გაართულებს. დააბუძნეს ახალი შპს, რომელშიც მათ ზონდერებს დაასაქმებენ"_განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში ახალი 60 ავტობუსი მარტიდან გამოჩნდება და ის მუნიციპალური იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა